ალგეთის წყალსაცავი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს მდებარეობს, მდინარე ალგეთზე, ზღვის დონიდან 780 მეტრზე. ეს ადგილი შესანიშნავია ბუნებაში განტვირთვისთვის და პიკნიკის მოსაწყობად. წყალსაცავის გარშემო მრავლადაა საკემპინგე ადგილები, ასე რომ აქ კარვით დარჩენასაც შეძლებთ. ულამაზესი მინდვრებითა და ტყეებით გარშემორტყმული ლურჯად მოლივლივე წყალსაცავი და გაშლილი სივრცეები შესანიშნავ პეიზაჟებს ქმნის. ალგეთის წყალსაცევის ტერიტორიაზე შუასაუკუნეებში დასახლება ყოფილა, რაზეც აქ აღმოჩენილი სამარხები და ნამოსახლარები მიუთითებს. წყალსაცავის წყალი საირიგაციოდ გამოიყენება და წყალს აწვდის სოფლებს: ჯორჯიაშვილს, ასურეთს, ბორბალოს, კოდას, მარაბდას და სხვა. წყალსაცავთან ახლოს, სოფელ ტბისში შეგიძლიათ მოინახულოთ ტბისის VIII-IX საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია.
ტბის სიღრმე არაა არსად მოცემული, მიმწერეთ ვინმემ თუ არ შეწუხდებით. მადლობა წინასწარ… 5 92 100 771
გამარჯობა. სიღრმის შესახებ არ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, სამწუხაროდ.