არშის ჩანჩქერი

არშის ჩანჩქერი

არშის ჩანჩქერი (იგივე თოთის ჩანჩქერი) მცხეთა-მთაიანეთის მხარეში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ არშისა და თოთის მიმდებარედ. ჩანჩქერთან მარტვია არშიდან მოხვედრა. აქ ორი ჩანჩქერია, ერთი პატარა, ერთი – დიდი. პატარა ჩანჩქერი სოფლიდანაც ჩანს, მისასვლელად დაახლოებით 1.5-კმ-ის გავლა მოგიწევთ, გზა მარტივია. დიდი ჩანჩქერი უფრო მაღლაა და უფრო რთულადმისადგომიცაა, თუმცა უმშვენიერესი სანახაობა სირთულეებს ნამდვილად დაგავიწყებთ. არშის დიდ ჩანჩქერს ქალის თმასაც უწოდებენ. სოფელ არშაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ არშის ციხე-სიმაგრე, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს (ნაგებობათაგან უძველესია IX-X საუკუნეების უაფსიდო ეკლესია). სოფელთან ახლოს მდებარეობს აგრეთვე კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების კომპლექსი – “ცოდვილთ ქოხები”. 
სოფელ არშასთან გაივლის სტეფანწმინდაში მიმავალი სამარშრუტო, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ამ მიდამოებში მოგზაურობას.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *