არწივის ხეობა

არწივის ხეობა

არწივის ხეობის ბუნების ძეგლი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 762 მეტრზე. იგი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის. არწივის ხეობა უნიკალური კომპლექსია, რომელიც ორი ობიექტისგან შედგება. ერთი ნაწილი კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი – მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე მდებარეობს. ხეობა ულამაზესი ლანდშაფტით გამოირჩევა. აქ იშვიათ მცენარეებსა და მრავალი სახეობის ფრინველის ნახვას შეძლებთ, როგორიცაა ორბი, შავი ყარყატი და სხვა. კლდის ძირებთან სეზონურად იშვიათი ენდემური მცენარის – კახეთის მაჩიტას და წიწვოვანი ბუჩქის – ტუიას ნახვაა შესაძლებელი. თუკი არწივის ხეობის თავზე მოექცევით, კლდეების ფონზე ორბების ფრენით და ალაზნის ველის საოცარი ხედებით დატკბებით, ასევე ელიას მონასტერსაც დაინახავთ. ხეობის სიღრმეებში კი ლოდებსა და ხეებში მოქცეული პატარა ჩანჩქერები შეგხვდებათ. არწივის ხეობაში საფეხმვალო მარშრუტის სიგრძე 1 კმ-ა. მარშრუტის დასაწყისთან მიდის სამანქანო გრუნტის გზა. დედოფლისწყაროში შესაძლებელია ტაქსის დაქირავებაც, რომელიც სურვილის შემთხვევაში უკან დასაბრუნებლადაც მოგაკითხავთ. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *