ბარეთის ტბა

Slider

 

ბარეთის ტბა ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბარეთში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1612 მეტრზე, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ტბის სარკის ფართობია 1,24 კმ2ტბას მუდმივი შენაკადი არ აქვს და ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც ტბის დონე მნიშვნელოვნად დაწია და მისი ზედაპირის ფართობიც შეამცირა. წყლის დონე მაქსიმუმს გაზაფხულზე აღწევს, მინიმალურს კი – ზაფხულის ბოლოს. ბარეთის ლურჯად მოლივლივე ტბა ულამაზესია, როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომაზე, ჩალისფერი სერების ფონზე. ტბასთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ წალკის წყალსაცავი, დაშბაშის კანიონი და დაშბაშის წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.