ბეშთაშენის ჩანჩქერი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში მდებარეობს. ჩანჩქერი პატარაა, თუმცა სასიამოვნო, მწვანე გარემოშია მოქცეული და მშვენიერი ადგილია ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის. ჩანჩქერი ყველაზე ლამაზი გაზაფხულზეა, წყალუხვობის დროს, აგვისტოში წყალი ძალიან შემცირებულია. ბეშთაშენის ჩანჩქერთან ახლოს შეგიძლიათ ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი მოინახულოთ. სოფელში ასევე არის X-XIII საუკუნეების ეკლესია.