გამოიცანით შვეიცარიელი მოგზაურისა და მკვლევარის – მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს მიერ 1831-1834 წლებში შექმნილ ჩანახატებზე გამოსახული ძეგლები.

გამოიცანით შვეიცარიელი მოგზაურისა და მკვლევარის – მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს მიერ 1831-1834 წლებში შექმნილ ჩანახატებზე გამოსახული ძეგლები.
X-XI საუკუნეში საქართველოში იგება ოთხი დიდი კათედრალი (ბაგრატი, ოშკი, ალავერდი, სვეტიცხოველი), შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძეგლები. ამ ნაგებობებში აისახა ეპოქის მხატვრულ-არქიტექტურული ტენდენციები, თუმცა თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც გეგმარებით, ასევე დეკორატიული გადაწყვეტით და თითოეული ინდივიდუალურ ნამუშევარს წარმოადგენს.
ოშკის ფოტოების წყარო: გ. კალანდია - იმოგზაურე ტაო-კლარჯეთში, ფოტოგრაფი - გ. ჩანადირი
დავით გარეჯის მონასტერი დაარსდა VI ს-ში, ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის მიერ. იგი ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ მრავალ სამონასტრო კომპლექსს მოიცავს: დავითის ლავრა, უდაბნო, ვერანგარეჯა, ჩიჩხიტური, დოდოს რქა, ბერთუბანი, თეთრი სენაკები, შავი სენაკები, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები, საბერეები, ბერთა სერი, ქოლაგირი, ნათლისმცემელი, წამებული, მრავალწყარო, პირუკუღმარი, სატორგე და სხვა. ბერთუბანი ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, უდაბნო და ჩიჩხიტური სადავოა და მათი მონახულება დღესდღეობით შეუძლებელია. დავით გარეჯის მონასტრებში დაცულია არქიტექტურული თავისებურებებით გამორჩეული კლდეში ნაკვეთი ეკლესიები და უნიკალური კედლის მხატვრობა.