პერევისის წმ. გიორგის ეკლესია იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში მდებარეობს. ძეგლი თარიღდება X საუკუნით, ჩანს სხვადასხვა დროის შეკეთებათა კვალი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ორი ფენის ნაშთები, პირველი ფენა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება, მეორე ფენა — XV-XVI საუკუნეებით. საქართველოს კულტურის Read more
დარბაზული ეკლესია
ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია
ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ქსანთან ახლოს. ძეგლი, სამშენებლო წყობისა და არქიტექტურული ფორმების მიხედვით, გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაუმუშავებელი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნიდან კი — მცირედ შეისრული, კვერცხისებრი ფორმის თაღით. არქიტრავადაც დაუმუშავებელი ქვაა Read more
კოშის წმ. გრიგოლის ეკლესია
კოშის წმ. გრიგოლის ეკლესია სომხეთში, სოფელ კოშში მდებარე ქართული ეკლესიაა. ძეგლი XIII საუკუნით, 1270-1285 წლებით თარიღდება. იგი აგებულია მხარგრძელების მიერ. ტაძრის სამხრეთ ფასადზე ვრცელი წარწერაა, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: “ქ. ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრ)თ(ი)ს(აჲ)თ(ა) მეოხ(ე)ბითა წ(მიდ)ისა ღ(მრ)თისმშ(ო)ბლ(ი)ს(ა)ჲთ(ა) ჩ(უე)ნ მ(ა)ნდატ(უ)რთო(ჳ)ხ(უ)ცესმ(ა)ნ ივ(ა)ნე და შ(აჰა)ნშეს და მისთა ძმათა დედამ(ა)ნ ხ(ო)შ(ა)მ(ა)ნ გაგიშჳთ Read more
წეროვანის სამება
წეროვანის სამება (წეროვანის სამების ეკლესია) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მდებარეობს. იგი, სტილისტური ანალიზის საფუძველზე, XI საუკუნის I მესამედით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია. შესასვლელი ორია — სამხრეთითა და ჩრდილოეთით (ჩრდილოეთის შესასვლელი ამჟამად ამოქოლილია). დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში Read more