ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მდებარეობს. არქიტექტურული კომპლექსი მოიცავს ციხე-გალავანს, სასახლეს, წმ. გიორგის ეკლესიას, მარანსა და სხვა სამეურნეო ნაგებობებს. ციხე-გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება. მისი მშენებლობის შესახებ ცნობები არ შემონახულა, თუმცა, სავარაუდოდ, ქსნის ერისთავის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის მიერ უნდა იყოს აგებული. სასახლე XIX საუკუნის I ნახევარში აუგია Read more

ჭერემის ნაქალაქარი

ჭერემის ნაქალაქარი

ჭერემის ნაქალაქარი

ჭერემის ნაქალაქარი კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭერემსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარეობს. ნაქალაქარი ერთმანეთისგან დაშორებულ რამდენიმე უბანსა და სხვადასხვა პერიოდის ძეგლებს მოიცავს. ჭერემის შესახებ ისტორიული ცნობები ძალიან მწირია, იგი იხსენიება ჯუანშერის თხზულებაში – ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა (ქ.ც.) და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში – აღწერა სამეფოსა საქართველოსა: და დასუა ერთი ეპისკოპოსად… …ერთი ჭერემს, მისსავე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი Read more

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარეობს. ძეგლი რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს – VIII-IX სს, XII ს და XIII-XIV სს. VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება ერთოთახიანი, ბუხრიანი სანადირო სახლი, რომელიც სასახლის მთლიანობაშია ჩართული, ძირითადი ნაწილი XII საუკუნეშია აგებული, XIII-XIV საუკუნეებში კი სასახლის გაფართოება მიმდინარეობს, ამ პერიოდს მიეკუთვნება დასავლეთის მინაშენები და სასახლის ეკლესია. გეგუთის სასახლე საქართველოში დღემდე მოღწეული ყველაზე მასშტაბური სასახლეა. იგი საინტერესო გეგმარებითა და კომპოზიციით ხასიათდება და ქართული საერო არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნიმუშია. გეგუთის სასახლე წერილობით წყაროებში პირველად VIII საუკუნეში იხსენიება, ჯუანშერის თხზულებაში – “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”, წყაროებში იგი უფრო ხშირად გვხვდება XII საუკუნიდან და ძირითადად გიორგი III-სა და თამარ მეფის სახელებს უკავშირდება. XVIII საუკუნეში სასახლე ძალიან დაზიანდა, საბოლოო ნგრევა კი XIX საუკუნის 30-იან წლებში განიცადა, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობის ქვები საშენ მასალად გაზიდა. ვარაუდობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ეგრისის სამეფოს პერიოდში იყო სამეფო ნაგებობები, რომლებიც მოგვიანებით განადგურდა. მიუხედავად დიდი დაზიანებისა გეგუთის სასახლე დღესაც მასშტაბურად გამოიყურება და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

 

არქიტექტურა

გეგუთის სასახლე გეგმით კვადრატულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელის ღერძი დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. შენობის სქელი კედლების კუთხეებში ცილინდრული კოშკებია ჩართული, კედლების შუა ნაწილში კი ნახევარწრიული კონტრფორსები. მთავარი შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთის კედელშია მოწყობილი, რომელიც აქცენტირებულია მასიური შვერილებით. შენობის ცენტრში ჯვრისებრი მოხაზულობის საზეიმო დარბაზი გამოიყოფა, რომელსაც 14 მეტრის დიამეტრის მქონე გუმბათი აგვირგვინებდა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა დიდი ტრომპების საშუალებით ხორციელდებოდა. ჯვრის მკლავები შეისრული კამარებითაა გადახურული. მკლავებიდან სამი ერთმანეთის ტოლია, ერთი დანარჩენებს ორჯერ აღემატება და ის, სავარაუდოდ, სამეფო ტახტის განსათავსებლად იყო განკუთვნილი. მთავარი დარბაზი გასასვლელებით უკავშირდება საცხოვრებელ და დამხმარე ოთახებს (საწოლი, სალარო, სამზარეულო, მარანი და სხვა). პირვანდელი ბუხრიანი სანადირო სახლი სასახლის აღმოსავლეთ ნაწილშია ჩართული. სასახლის ინტერიერი შელესილი და, დიდი ალბათობით, მოხატული უნდა ყოფილიყო. შენობის ცოკოლი და სამ მეტრამდე სიმაღლის კედლები ნაგებია თლილი ქვით, შემდეგ აგურის წყობა გრძელდება. მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, რომელთა შორის განსაკუთრებით კარგადაა შემორჩენილი აბანო. სასახლის სამხრეთით გაითხარა IV-V საუკუნეების შენობის ნაშთი. არსებობს ვარაუდი, რომ ეს შენობა ნავმისადგომი უნდა ყოფილიყო. 

გეგუთის სასახლის ეკლესია საკმაოდ დიდი ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი სამია – სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ტაძარი უაფსიდოა, თუმცა აღმოსავლეთის კუთხეები ინტერიერში მცირედით მომრგვალებულია. საკურთხევლის მომრგვალებულ კუთხეებში ჩასმულია სარეზონატორო ქვევრები. დარბაზი გადახურული იყო კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა. ეკლესია ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება, ყველა კედელში თითო სარკმელია გაჭრილი. ინტერირში კედლები აგურითაა ამოყვანილი და შელესილი ყოფილა, კონტრფორსები და თაღები თლილი ქვის იყო. ფასადები მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვით. მორთულობა არ შეიმჩნევა. ეკლესია ძალიან დაზიანებულია, ჩანგრეულია კამარა, მორღვეულია კარისა და სარკმლის ღიობები, თითქმის სრულად შემოცლილია საპერანგე წყობა.

 

 

ვაჩნაძიანის პალატები

ვაჩნაძიანის პალატები

ვაჩნაძიანის პალატები

ვაჩნაძიანის პალატები კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში მდებარეობს. იგი IX საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს სასახლესა და ეკლესიას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ იყო სამონასტრო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ ათონის ივერთა მონასტერში აგზავნიდნენ მოსწავლეებს. გადმოცემის თანახმად, აქ მიუღია განათლება XII-XIII საუკუნეების ქართველ პოეტს – ჩახრუხაძეს, რომელიც Read more