ვანის ნაქალაქარი (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი) იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვანის დასავლეთით მდებარე სამკუთხა ბორცვზე მდებარეობს. მისი ისტორია წ. VIII-VII საუკუნეებში იწყება. ვანში გამოვლენილი ქალაქის სახელი უცნობია, არსებობს მხოლოდ ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ის იყოს წყაროებიდან ცნობილი ქალაქი სურისი, რომელიც პლინიუსთან და Read more →
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (ცისფერი გალერეა) ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირის 11 ნომერში მდებარეობს. იგი საქართველოს ეროვნული მუზეუმის (მუზეუმების გაერთიანება) შემადგენლობაშია. გალერეის რამდენიმე დარბაზი მუდმივ ექსპოზიციას ეთმობა, რამდენიმე დარბაზში Read more →
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმითბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი 1966 წელს დაარსდა და პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმი საქართველოს ეთნოკულტურის მრავალფეროვნებას ასახავს. იგი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა – საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. ღია ცის ქვეშ მუზეუმი 50 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. აქ 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობაა ექსპონირებული საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი. ერთი ზონა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს ეთმობა, რომელთა შორისაა V-VI საუკუნეების სიონის ბაზილიკა და აკლდამა, ძვ. წ. II ათასწლეულის დოლმენი აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია. მუზეუმის პირველი ექსპონატი სწორედ თიანეთის სოფელ სიონში აღმოჩენილი ქვის აკლდამა იყო, რომელიც სიონის დაგუბების გამო დაშლილი და მუზეუმში გადმოტანილი ეკლესიის ქვეშ მდებარეობდა. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნახავთ მოჩუქურთმებულ ოდა სახლებს, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს, ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ ეთნოგრაფიულ მასალასა და ულამაზეს დარბაზულ სახლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შორის ყველაზე ძველი XVII საუკუნის ჯავახური დარბაზია. გარდა კულტურული მნიშვნელობისა, ეთნოგრაფიულ მუზეობს შესანიშნავი გარემო აქვს და საუკეთესოა მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად განტვირთვისთვის, ქალაქის აურზაურისგან თავის დასაღწევად. მუზეუმში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად შეისწავლონ ტრადიციული სამჭედლო და სამეთუნეო ტექნოლოგიები.
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სვანეთში, მესტიაში მდებარეობს. იგი 1936 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა. მუზეუმში პირველი დარბაზი სვანეთში აღმოჩენილ ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ მასალას ეთმობა. მას მოსდევს ნუმიზმატიკური კაბინეტი, IX-XVIII საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, IX-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნების, სასულიერო და საერო ხელნაწერების ექსპოზიცია. მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპოზიციებს ეთმობა.