ციხიაგორა შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩოჩეთში მდებარე ნამოსახლარია. ძეგლი ოთხ კულტურულ-ქრონოლიგიურ ფენას მოიცავს: ადრე ბრინჯაო, შუა ბრინჯაო, გვიან ბრინჯაო და ანტიკური. ნამოსახლარი აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის Read more
საკულტო ნაგებობა
არმაზციხე (ბაგინეთი)
არმაზციხე, ბაგინეთი, ქართლი — სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი, ძველი მცხეთის შიდაციხე. არმაზციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მცხეთის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო არმაზციხე ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ნაქალაქარიდან სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრისა და მცხეთის შესანიშნავი ხედებით დატკბებით. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს – ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: – “ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა… და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი” სახელწოდება “არმაზციხე” ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება. გათხრები წარმოებს 1943 წლიდან. აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) – ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) – I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. ე. IV – III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან). არმაზციხის გათხრებისას აღმოჩენილია უნიკალური ნაკეთობები, რომლებიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული.
ნეკრესის მზის ტაძარი (ნეკრესის დიდი კვადრატი)
ნეკრესის მზის ტაძარი (ნეკრესის ცეცხლის ტაძარი) ანტიკური ხანის (I-III სს) სატაძრო კომლექსია, რომელიც ნეკრესის “დიდი კვადრატის” სახელითაც არის ცნობილი. იგი კახეთში, ნეკრესის მონასტერთან ახლოს, ნაზვრევი გორის ძირში, გაშლილ ველზე მდებარეობს. არქეოლოგიური სამუშაოებისას Read more
გრაკლიანი გორა
გრაკლიანი გორა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. ძეგლი მოიცავს ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე. გრაკლიან გორაზე გამოვლენილია ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთეხეველი. აქ მრავალი უნიკალური არტეფაქტია აღმოჩენილი. გრაკლიან გორაზე კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია დამზადებული. ეს არის 6000 წლის წინანდელი ნივთები, რომლებიც ჯერ კიდევ დამწერლობის შექმნამდე გამოიყენებოდა და მსგავსი ექსპონატები მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი რანგის მუზეუმებს ამშვენებს. გრაკლიანის მხატვრული დეკორით შემკულ საკრალურ ღუმელს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გამოვლენილი მასალებით დასტურდება, რომ აქ ცხოვრობდა კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც სავაწრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.