ბეშთაშენის ჩანჩქერი

ბეშთაშენის ჩანჩქერი

ბეშთაშენის ჩანჩქერი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში მდებარეობს. ჩანჩქერი პატარაა, თუმცა სასიამოვნო, მწვანე გარემოშია მოქცეული და მშვენიერი ადგილია ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის. ჩანჩქერი ყველაზე ლამაზი გაზაფხულზეა, წყალუხვობის დროს, აგვისტოში წყალი ძალიან შემცირებულია. ბეშთაშენის ჩანჩქერთან ახლოს Read more

გველეთი

გველეთის ჩანჩქერები

გველეთი

გველეთის ჩანჩქერები მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთში მდებარეობს, დაბა ყაზბეგიდან 7 კმ-ის დაშორებით. სოფელში მიდის სამანქანო გზა. გველეთში ორი ჩანჩქერია, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ერთი უფრო პატარა, მეორე დიდი. სოფელში კიდევ ერთი Read more

ნინოსხევის ჩანჩქერი

ნინოსხევის ჩანჩქერი (გურგენიანის ჩანჩქერი)

ნინოსხევის ჩანჩქერი

ნინოსხევის ჩანჩქერი (იგივე გურგენიანის ჩანჩქერი) კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ნინოსხევზე, სოფელ გურგენიანთან ახლოს. მისი სიმაღლე 40 მეტრია. მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერი, უზარმაზარი ლოდები და ჩანჩქერის ლურჯი აუზები სამოთხისებურ გარემოს ქმნის. ეს ადგილები გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე Read more

არშის ჩანჩქერი

არშის ჩანჩქერი

არშის ჩანჩქერი

არშის ჩანჩქერი (იგივე თოთის ჩანჩქერი) მცხეთა-მთაიანეთის მხარეში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ არშისა და თოთის მიმდებარედ. ჩანჩქერთან მარტვია არშიდან მოხვედრა. აქ ორი ჩანჩქერია, ერთი პატარა, ერთი – დიდი. პატარა ჩანჩქერი სოფლიდანაც ჩანს, მისასვლელად დაახლოებით 1.5-კმ-ის გავლა მოგიწევთ, გზა მარტივია. დიდი ჩანჩქერი უფრო მაღლაა და უფრო რთულადმისადგომიცაა, თუმცა უმშვენიერესი სანახაობა სირთულეებს ნამდვილად დაგავიწყებთ. არშის დიდ ჩანჩქერს ქალის თმასაც უწოდებენ. სოფელ არშაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ არშის ციხე-სიმაგრე, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს (ნაგებობათაგან უძველესია IX-X საუკუნეების უაფსიდო ეკლესია). სოფელთან ახლოს მდებარეობს აგრეთვე კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების კომპლექსი – “ცოდვილთ ქოხები”. 
სოფელ არშასთან გაივლის სტეფანწმინდაში მიმავალი სამარშრუტო, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ამ მიდამოებში მოგზაურობას.