ბატეთის ტბა

ბატეთის ტბა

ბატეთის ტბა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე, ძამის ხეობაში. ხეებში ჩაფლული გამჭვირვალე ტბა, რომელიც სარკისებურად ირეკლავს გარემოს, ულამაზეს და Read more

საღამოს ტბა

საღამოს ტბა

საღამოს ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1996 მეტრზე. იგი ტექტონიკური წარმოშობის ტბაა და Read more

წალკის წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1506 მეტრზე, მდინარე ხრამის ხეობაში. იგი სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავია და მისი წყლის ზედაპირის ფართობი 33,7 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე კი – 25 მ. წყალსაცავი საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლებით. წალკის წყალსაცავის გარშემო გაშენებულია ქალაქი წალკა და რამდენიმე სოფელი. გაშლილი სივრცეები და ლურჯად მოლივლივე წყალი ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. ზამთარში წყალსატევი იყინება, ისე, რომ ზოგჯერ ყინულის სისქე 80 სმ-ს აღწევს და გაყინულ წყალზე სეირნობაც შესაძლებელია. წყლის ყველაზე დაბალი დონე თებერვალ-მარტშია, დონე ინტენსიურად იკლებს ნოემბრიდან, როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყალსაცავში მოიპოვება თევზი და განვითარებულია თევზის რეწვა. წალკის წყალსაცავი და მისი მიმდებარე ტერიტორიები კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესო და მიმზიდველია. წალკის წყალსაცავის ქვეშ არის მოქცეული ყორღანული ველი, რომლის ნახვაც წყლის დონის კლებისას არის შესაძლებელი. წყალსაცავი ფარავს აგრეთვე ისტორიულ წალკას, რომელიც X-XV საუკუნეებში თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. წალკის წყალსაცავის მიმდებარედ შეგიძლიათ მოინახულოთ სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლები, როგორიცაა: წალკის წმ. დემეტრესა (VI ს) და იოანე ნათლისმცემლის (X ს) ეკლესიები, ძველი ხიდი ჩუქურთმიანი და წარწერიანი ქვებით, ეძანის ბრინჯაოს ხანის გამოქვაბულები, აი-ილიას ციკლოპური ნამოსახლარი და სხვა.

 

 

ორეთის ტბა

ორეთის ტბა

ორეთის ტბა თუშეთში მდებარეობს, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ის კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. ორეთის ტბის ბილიკი ერთ-ერთი საინტერესო და ულამაზესი სალაშქრო მარშრუტია თუშეთში. ბილიკი საშუალო სირთულისაა, სიგრძით ჯამში 12-13 კმ-ა და სოფელ ქუმელაურთასთან ახლოს იწყება. ქუმელაურთამდე მიდის სამანქანო გრუნტის გზა. ლაშქრობა ერთდღიანია. ტბისკენ გზის ნახევარზე ცოტა მეტს ტყიანზე გადიხართ და ამ მონაკვეთში საკმაოდ მკვეთრი აღმართებია, ალპურში კი აღმართები ბევრად მარტივდება. გზად ფიჭვნარი, არყნარი და შესანიშნავი ხედებია, ასევე მოცვისა და მინდვრის მარწყვის დაგემოვნებასაც შეძლებთ. ტბის მიმდებარე ფერდობებიდან თუშეთის საოცარი ხედები იშლება, დაინახავთ ქვემო და ზემო ომალოს, კესელოს ციხეს, კიდევ რამდენიმე სოფელს, მწვერვალ თებულოს და ღრუბლებში გახვეულ მყინვარებს. თუკი ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გორაკზე ახვალთ შეძლებთ ორეთის ტბა ომალოსა და კესელოს ფონზე იხილოთ. ორეთის ტბის მიდამოებში შესაძლებელია კავკასიური როჭოსა და შურთხის ნახვა. ტბიდან დაბრუნებისას მთელი გზა დაღმართებია და მანძილს საკმაოდ სწრაფად დაფარავთ. გაითვალისწინეთ, რომ ტბამდე წყალი არსად შეგხვდებათ და საკმარისი რაოდენიბით უნდა წაიღოთ. ორეთის ტბის გზაზე მწყემსების ბანაკია, სადაც მწყემსი ძაღლებიც არიან, სჯობს სიფრთხილე გამოიჩინოთ ძაღლებთან გავლისას. ბილიკი მარკირებულია.