იაყუბლოს წყალსაცავი

იაყუბლოს წყალსაცავი

იაყუბლოს წყალსაცავი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაყუბლოში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. მისი წყლის სარკის ფართობი 2,0 კმ²-ა. წყალსაცავი 3 000 ჰექტარი მიწის ფართობს ამარაგებს სარწყავი წყლით. იაყუბლოს წყალსაცავი მინდვრებითა და სერებითაა გარშემორტყმული და გაშრემო ულამაზესი, ვრცელი ხედები იშლება. ეს ადგილი შესანიშნავია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად მცირე გასვლისთვის. წყალსაცავზე შესაძლებელია თევზაობაც. მოლივლივე ლურჯი წყალი, საოცარი ხედები მთებზე და ხის ჩრდილში მინდორზე მოკალათება სამოთხისებურ განწყობას ქმნის. წყალსაცავთან მიდის სამანქანო გზა.

 

 

ძუძუანას მღვიმე

ძუძუანას მღვიმე

ძუძუანას მღვიმე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მღვიმევის მიდამოებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 480 მეტრზე. მღვიმის წინა ნაწილში გამოვლინდა პალეოლითელი ადამიანის სადგომი. ძუძუანასა და ბონდის მღვიმეებშია აღმოჩენილი მსოფლიოში ყველაზე ძველი ძაფის ნაშთები. ძუძუანას მღვიმის სელის ძაფის ბოჭკოები 34 000 წლისაა. ეს მასალა Read more

საწალიკე

საწალიკე

საწალიკეს მთა რაჭის ქედზე, რაჭისა და იმერეთის საზღვარზე მდებარეობს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. მისი სიმაღლე 1996 მეტრია. მთის კლდოვანი მასივები, ყვავილოვანი მინდვრები და ვრცელი ხედები იმერეთსა და რაჭაზე Read more

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაბინავარი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაბინავარი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაბინავარი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწრაროს მუნიციპალიტეტში, გუდარეხის მონასტერში მიმავალ გზასთან მდებარეობს. გზის პირას მანიშნებელი პატარა აბრაც შეგხვდებათ. იგი კლდის ბუნებრივ ქვაბულს წარმოადგენს. სავარაუდოდ აქ წითელ არმიასთან ბრძოლის პერიოდში თავს აფარებდა საქართველოს ეროვნული გმირი – ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი. იგი 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა სოფელ მატანში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა, 1919 წელს კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ მან საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი. 1921 წელს თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, თუმცა ქაქუცა მათ არ გაჰყოლია, სათავეში ჩაუდგა შეფიცულთა რაზმს და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. მრავალი ბრძოლისა და მარცხის შემდეგ ის თანამებრძოლებთან ერთად საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი – ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინო კი ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივნისს ემიგრაციაში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რადგან ასე უფრო იოლი იქნებოდა მისი საქართველოში გადასვენება. ანდერძი არ შესრულდა და იგი სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.