საროს არქიტექტურული კომპლექსი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა რკინის ხანით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს წინარექრისტიანულ, მშრალი წყობით ნაგებ ციხე-კომპლექსს, რომელიც სხვადასხვა პერიოდშია განახლებული და VII-VIII საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას. საროს არქიტექტურული კომპლექსი თავისი კულტურული Read more
ციხე-სიმაგრე
ჭერემის ნაქალაქარი
ჭერემის ნაქალაქარი კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭერემსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარეობს. ნაქალაქარი ერთმანეთისგან დაშორებულ რამდენიმე უბანსა და სხვადასხვა პერიოდის ძეგლებს მოიცავს. ჭერემის შესახებ ისტორიული ცნობები ძალიან მწირია, იგი იხსენიება ჯუანშერის თხზულებაში – ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა (ქ.ც.) და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში – აღწერა სამეფოსა საქართველოსა: “და დასუა ერთი ეპისკოპოსად… …ერთი ჭერემს, მისსავე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი Read more
შინდისის ციხე-გალავანი
შინდისის ციხე-გალავანი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს. იგი XVIII საუკუნით თარიღდება. ციხეს გეგმაში მართკუთხა მოხაზულობა აქვს და რიყის ქვითაა ნაგები, გამოყენებულია აგურიც. დასავლეთით ფართო, თაღოვანი Read more
ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე
ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოლადაურთან ახლოს მდებარეობს, მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაური) მარჯვენა მხარეს, მაღალი მთის კლდოვან წვერზე. იგი ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას აკონტროლებდა, რომელიც „მგლისკარის“ უღელტეხილით ლორეში გადადიოდა. დევი ბერძენიშვილი ციხეს XI-XII საუკუნეებით ათარიღებს, პარმენ ზაქარაია Read more