აკაურთის ეკლესია

აკაურთის ეკლესია

აკაურთის ეკლესია

აკაურთის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთაში მდებარეობს. იგი V ს-ის II ნახევრით თარიღდება, მიიჩნევა, რომ მისი მშენებლობის პერიოდი V-VI საუკუნეთა მიჯნას არ უნდა გადასცდეს. სოფელ აკაურთას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი, თუმცა Read more

ურბნისის ბაზილიკა (ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი, ურბნისის სიონი)

ურბნისის ბაზილიკა (ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი)

ურბნისის ბაზილიკა (ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი, ურბნისის სიონი)

ურბნისის ბაზილიკა (ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი, ურბნისის სიონი) შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება და ადრეული შუა საუკუნეების დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. ტაძარი ურბნისის ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას. ნაგებობას რამდენიმე წარწერა აქვს შემორჩენილი, რომელთა შორის უადრესია ჩრდილოეთ კედელზე შემთხვევითად მოხვედრილი V-VI საუკუნეთა მიჯნის საამშენებლო წარწერა: “უფალო, იესუ ქრისტე, კონსტანტი, მამა მიქელ შეიწყალენ ამის სიონისა მაშენებელნი”. კონსტანტისა და მიქელის Read more

ოჟიოს (ბაიხოს) სამების ეკლესია

ოჟიოს (ბაიხოს) სამების ეკლესია

ოჟიოს (ბაიხოს) სამების ეკლესია

ოჟიოს (ბაიხოს) სამების ეკლესია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში მდებარეობს, ნასოფლარ ბაიხოს ტერიტორიაზე. იგი VII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ტაძარი გეგმით სამნავიანი ბაზილიკის თავისებურ ვარიაციას წარმოადგენს. მთავარი და Read more

სამთავროს არქიტექტურული კომპლექსი

სამთავროს არქიტექტურული კომპლექსი

სამთავროს არქიტექტურული კომპლექსი

სამთავროს არქიტექტურული კომპლექსი (სამთავროს მონასტერი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. ძეგლი რამდენიმე სამშენებლო ფენას მოიცავს. ისტორიული წყაროების მიხედვით, გარკვეული პერიოდი აქ, “მაყვლოვანში”, უცხოვრია ქართლის გამაქრისტიანებელს, წმ. ნინოს. ამ ადგილას პირველი ტაძარი მირიან მეფემ ააგო IV საუკუნეში: “და წარვიდა მირეან მეფე და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა Read more