დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი

დაშბაშის კანიონი

წალკის (დაშბაშის) კანიონის ბუნების ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშში მდებარეობს. იგი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით და თავისებური ფაუნით. კანიონის ჩანჩქერთან სიგრილე და სამოთხისებური მშვენიერება გელოდებათ.
სოფელ ახალქალაქში (დაშბაშში), გარდა წალკის კანიონისა შეგიძლიათ მოინახულოთ X-XI საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი და XI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკა.

 

როგორ მივიდეთ

სოფელ დაშბაშამდე მიდის სამანქანე გზა. წალკამდე საზოგადოებრივი სამარშრუტოთიც შესაძლებელია მისვლა. წალკიდან დაშბაშამდე 3,8 კმ-ა. სოფლიდან დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლამდე კი – 0,5 კმ.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.