გოხნარის ეკლესია

გოხნარის ეკლესია
გოხნარის ეკლესია
გოხნარის ეკლესია
გოხნარის ეკლესია
გოხნარის ეკლესია
გოხნარის ეკლესია
გოხნარის ეკლესია
გოხნარის ეკლესია
previous arrow
next arrow
Slider

 

გოხნარის ეკლესია XI საუკუნის ძეგლია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოხნარში, წალკისკენ მიმავალი გზის პირას მდებარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. სამხრეთის მხარეს ჰქონია მინაშენი, რომელიც დანგრეულია. ტაძარი შემოსილია ბაზალტის თლილი ფილების პერანგით. აქვს ერთსაფეხურიანი ცოკოლი და რელიეფური ლავგარდანი. შესასვლელი კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. საკურთხევლის კედელზე იკითხება ფრესკის კვალი. კარის ბალავრის ქვაზე ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოიხსენიება ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი და მისი შვილები რატი და იოანე. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა. საფლავის მოზრდილ ქვებზე გამოსახულია ადამიანის ფიგურები, მშვილდები, სახნისები და სხვ. ტაძარი რესტავრირებულია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.