გოხნარის ლიპარიტ ბაღვაშის ეკლესია

გოხნარის ლიპარიტ ბაღვაშის ეკლესია XI საუკუნის ძეგლია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოხნარში, წალკისკენ მიმავალი გზის პირას მდებარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. სამხრეთის მხარეს ჰქონია მინაშენი, რომელიც თითქმის სრულიად დანგრეულია. ტაძარი შემოსილია ბაზალტის თლილი ფილების პერანგით. ნაგებობას აქვს ერთსაფეხურიანი ცოკოლი და პროფილირებული ლავგარდანი. შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. სარკმლები თაღოვანია. კონქი და კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. საკურთხევლის კედელზე იკითხება ფრესკების კვალი. კარის ბალავრის ქვაზე ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოიხსენიება ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი და მისი შვილები რატი და იოანე. ტაძარი რესტავრირებულია. ფასადები სრულიად სადაა, არ გვხვდება არანაირი მორთულობა. ეკლესიის სამხრეთის მინაშენთან დევს სვეტი, სვეტის ბაზა და რელიეფური ქვები. გოხნარის ლიპარიტ ბაღვაშის ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს ერთ-ერთი მასშტაბური მეგალითური ძეგლი – გოხნარის ლოდოვანი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *