იაყუბლოს წყალსაცავი

იაყუბლოს წყალსაცავი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაყუბლოში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. მისი წყლის სარკის ფართობი 2,0 კმ²-ა. წყალსაცავი 3 000 ჰექტარი მიწის ფართობს ამარაგებს სარწყავი წყლით. იაყუბლოს წყალსაცავი მინდვრებითა და სერებითაა გარშემორტყმული და გაშრემო ულამაზესი, ვრცელი ხედები იშლება. ეს ადგილი შესანიშნავია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად მცირე გასვლისთვის. წყალსაცავზე შესაძლებელია თევზაობაც. მოლივლივე ლურჯი წყალი, საოცარი ხედები მთებზე და ხის ჩრდილში მინდორზე მოკალათება სამოთხისებურ განწყობას ქმნის. წყალსაცავთან მიდის სამანქანო გზა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.