ლიპის ტბა-წყალსაცავი

ლიპის ტბა

ლიპის ტბა-წყალსაცავი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ლიპში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე. ტბა მინდვრებითა და დაბალი ტყითაა გარშემორტყმული. იგი სასიამოვნო ადგილია საპიკნიკედ და მცირე გასვლებისთვის, შესაძლებელია კარვით დარჩენაც. მოლურჯო-მომწვანო ტბა და გაშლილი სივრცეები ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. ტბაზე თევზაობაც შესაძლებელია. ლიპის ტბა ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია მეგობრებთან ერთად ბუნებაში განტვირთვის მსურველთათვის. სოფელ ლიპში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ლიპის დარბაზული ეკლესია, რომელიც ძალიან საინტერესო და უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.