მრავალწყაროს წყალსაცავი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 510 მეტრზე. იგი გარეჯის ფერადი უდაბნოს დასავლეთ კიდეშია განლაგებული. გაშლილი სივრცე, მოლივლივე წყალი და წყალში არეკლილი ფერადი მთები ულამაზეს სანახაობას ქმნის. ტბის მიმდებარედ ფერად უდაბნოშიც შეგიძლიათ გაისერნოთ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ეგზოტიკური ადგილია. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ გარეჯის მრავალწყაროს მონასტერი, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ნიმუშია. მრავალწყაროს წყალსაცავი შესანიშნავი ადგილია ერთდღიანი გასვლებისთვის. ტბამდე მიდის სამანქანო გრუნტის გზა.