ოკაცეს კანიონი

ოკაცე

ოკაცეს კანიონი იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა გორდის მიდამოებში, ოკაცეს ხეობაში  მდებარეობს. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონზე რამდენიმე წყალუხვ ჩანჩქერს ვხვდებით. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც კარსტული წყლები გამოედინება. კანიონის ნაპირზე საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები იზრდება. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული. ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *