საღამოს ტბა

საღამოს ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1996 მეტრზე. იგი ტექტონიკური წარმოშობის ტბაა და მისი წყალშემკრები აუზი სამსრის ქედის აღმოსავლეთ და ჯავახეთის ქედის დასავლეთ ფერდობებზე მდებარეობს. ტბის სარკის ფართობი 4,8 კმ²-ა, უდიდესი სიღრმე – 2,3 მ, საშუალო სოღრმე კი – 1,6 მ. საღამოს ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი, იგი ასევე მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო. საღამოს ტბა ტყიანი და მინდვრიანი სანაპიროებით და ვრცელი ხედებით ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. გაშლილი სივრცეები, მთები, სიმშვიდე და ლურჯი წყალი შესანიშნავია საპიკნიკედ და ბუნებაში განტვირთვისთვის. ტბაში მოიპოვება თევზი, ასე რომ ის თევზაობის მოყვარულებსაც იზიდავს. საღამოს ტბის მიმდებარე ტერიტორია საინტერესოა კულტურული თვალსაზრისითაც. სოფელ საღამოში შეგიძლიათ მოინახულოთ განვითარებული შუასაუკუნეების (X-XV სს) ოთხი ბაზილიკა, რომლებიც საყურადღებო რელიეფებითაა შემკული.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.