ვანის ნაქალაქარი (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი)

ვანის ნაქალაქარი (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი)

ვანის ნაქალაქარი

ვანის ნაქალაქარი (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი) იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვანის დასავლეთით მდებარე სამკუთხა ბორცვზე მდებარეობს. მისი ისტორია წ. VIII-VII საუკუნეებში იწყება. ვანში გამოვლენილი ქალაქის სახელი უცნობია, არსებობს მხოლოდ ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ის იყოს წყაროებიდან ცნობილი ქალაქი სურისი, რომელიც პლინიუსთან და Read more

უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისში მდებარეობს. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს, რომელთა შორის უძველესია IX საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია. მონასტრის დაარსება გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება: “მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი და ილარიონ ვინმე, იერუსალემით მოსრული, სარწმუნოი მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად”. ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია ხუროთმოძღვრის Read more

ქუთაისის ნაქალაქარი

ქუთაისის ნაქალაქარი

ქუთაისის ნაქალაქარი

ქუთაისის ნაქალაქარი იმერეთში, ქალაქ ქუთაისში მდებარეობს. ქალაქის უძველესი ისტორიის შესახებ წერილობითი წყაროები თითქმის არ მოიპოვება. მეცნიერები ქუთაისთან აიგივებენ ელინისტური ხანის ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულ ქალაქ კუტაიას, სადაც იგი კოლხეთის მეფის რეზიდენციად არის წარმოდგენილი. ამის შემდეგ, უკვე VI საუკუნეში, პროკოპი კესარიელი Read more

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარეობს. ძეგლი რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს – VIII-IX სს, XII ს და XIII-XIV სს. VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება ერთოთახიანი, ბუხრიანი სანადირო სახლი, რომელიც სასახლის მთლიანობაშია ჩართული, ძირითადი ნაწილი XII საუკუნეშია აგებული, XIII-XIV საუკუნეებში კი სასახლის გაფართოება მიმდინარეობს, ამ პერიოდს მიეკუთვნება დასავლეთის მინაშენები და სასახლის ეკლესია. გეგუთის სასახლე საქართველოში დღემდე მოღწეული ყველაზე მასშტაბური სასახლეა. იგი საინტერესო გეგმარებითა და კომპოზიციით ხასიათდება და ქართული საერო არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნიმუშია. გეგუთის სასახლე წერილობით წყაროებში პირველად VIII საუკუნეში იხსენიება, ჯუანშერის თხზულებაში – “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”, წყაროებში იგი უფრო ხშირად გვხვდება XII საუკუნიდან და ძირითადად გიორგი III-სა და თამარ მეფის სახელებს უკავშირდება. XVIII საუკუნეში სასახლე ძალიან დაზიანდა, საბოლოო ნგრევა კი XIX საუკუნის 30-იან წლებში განიცადა, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობის ქვები საშენ მასალად გაზიდა. ვარაუდობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ეგრისის სამეფოს პერიოდში იყო სამეფო ნაგებობები, რომლებიც მოგვიანებით განადგურდა. მიუხედავად დიდი დაზიანებისა გეგუთის სასახლე დღესაც მასშტაბურად გამოიყურება და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

 

არქიტექტურა

გეგუთის სასახლე გეგმით კვადრატულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელის ღერძი დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. შენობის სქელი კედლების კუთხეებში ცილინდრული კოშკებია ჩართული, კედლების შუა ნაწილში კი ნახევარწრიული კონტრფორსები. მთავარი შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთის კედელშია მოწყობილი, რომელიც აქცენტირებულია მასიური შვერილებით. შენობის ცენტრში ჯვრისებრი მოხაზულობის საზეიმო დარბაზი გამოიყოფა, რომელსაც 14 მეტრის დიამეტრის მქონე გუმბათი აგვირგვინებდა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა დიდი ტრომპების საშუალებით ხორციელდებოდა. ჯვრის მკლავები შეისრული კამარებითაა გადახურული. მკლავებიდან სამი ერთმანეთის ტოლია, ერთი დანარჩენებს ორჯერ აღემატება და ის, სავარაუდოდ, სამეფო ტახტის განსათავსებლად იყო განკუთვნილი. მთავარი დარბაზი გასასვლელებით უკავშირდება საცხოვრებელ და დამხმარე ოთახებს (საწოლი, სალარო, სამზარეულო, მარანი და სხვა). პირვანდელი ბუხრიანი სანადირო სახლი სასახლის აღმოსავლეთ ნაწილშია ჩართული. სასახლის ინტერიერი შელესილი და, დიდი ალბათობით, მოხატული უნდა ყოფილიყო. შენობის ცოკოლი და სამ მეტრამდე სიმაღლის კედლები ნაგებია თლილი ქვით, შემდეგ აგურის წყობა გრძელდება. მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, რომელთა შორის განსაკუთრებით კარგადაა შემორჩენილი აბანო. სასახლის სამხრეთით გაითხარა IV-V საუკუნეების შენობის ნაშთი. არსებობს ვარაუდი, რომ ეს შენობა ნავმისადგომი უნდა ყოფილიყო. 

გეგუთის სასახლის ეკლესია საკმაოდ დიდი ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი სამია – სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ტაძარი უაფსიდოა, თუმცა აღმოსავლეთის კუთხეები ინტერიერში მცირედით მომრგვალებულია. საკურთხევლის მომრგვალებულ კუთხეებში ჩასმულია სარეზონატორო ქვევრები. დარბაზი გადახურული იყო კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა. ეკლესია ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება, ყველა კედელში თითო სარკმელია გაჭრილი. ინტერირში კედლები აგურითაა ამოყვანილი და შელესილი ყოფილა, კონტრფორსები და თაღები თლილი ქვის იყო. ფასადები მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვით. მორთულობა არ შეიმჩნევა. ეკლესია ძალიან დაზიანებულია, ჩანგრეულია კამარა, მორღვეულია კარისა და სარკმლის ღიობები, თითქმის სრულად შემოცლილია საპერანგე წყობა.