ზემო ვარძია

ზედა ვარძია

ზემო ვარძია

ზედა ვარძია  XI საუკუნის I ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა. იგი სამცხე-ჯავახეთშივარძიის ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ზე მდებარეობს, მთის ფერდობზე, ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე.

 

არქიტექტურა

ზედა ვარძია ორნავიანი ეკლესიების ტიპს მიეკუთვნება. მას სამხრეთით ღია სტოა აქვს. დასავლეთის მინაშენი უფრო გვიანდელი პერიოდისაა. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით, შიგნით კი დიდრონი თლილი ქვებითაა მოპირკეთებული. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი – დაბალი და ვიწრო. ისინი ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით არიან დაკავშირებული. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.