ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოსთან ახლოს მდებარეობს. სახელწოდება ზედაზენი კერპის – ზადენის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ზედაზნის მთაზე მდგარა. ისტორიული ცნობებით, აქ ჯერ კიდევ II საუკუნის დასწყისში მდგარა ციხე-სიმაგრე, თუმცა იგი არ შემორჩენილა. ზედაზენზე მონასტერი VI საუკუნეში დაარსა ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – იოანე ზედაზნელმა: “და გამოვიდა მიერ და აღვიდა მთასა Read more

მცხეთის "ანტიოქია" (სტეფანე პირველმოწამის ეკლესია)

მცხეთის “ანტიოქია”

მცხეთის "ანტიოქია" (სტეფანე პირველმოწამის ეკლესია)

მცხეთის “ანტიოქია” მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ქალქ მცხეთაში მდებარეობს. ტაძარი IV-V საუკუნეებშია აგებული და მოიცავს გვიანი პერიოდის ფენებსაც. ანტიოქია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ძეგლია საქართველოში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოჩნდა, რომ ამ ეკლესიის სამხრეთით, ანტიკურ პერიოდში, მდებარეობდა Read more

თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია

თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია

თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლებთან – ვაზიანთან და ქსოვრისთან ახლოს მდებარეობს. ტაძარი ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარის ტერიტორიაზე დგას, რომელსაც რამდენიმე ჰექტარი ფართობი უჭირავს. ნასოფლარზე სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევები და სხვადასხვა სახისა და დანიშნულების კერამიკის ნატეხები გამოვლინდა. ნასოფლარის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია დიდი მარნის ნანგრევები. ჯვარპატიოსნის ეკლესია VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. იგი გარდამავალი Read more

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მდებარეობს. იგი VI საუკუნით თარიღდება. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული და სხვადასხვა პერიოდის სამ ნაგებობას აერთიანებს: დარბაზულ ეკლესიას, სამნავიან ბაზილიკასა და გუმბათოვან ტაძარს. წილკანში პირველი ეკლესია ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში ააგეს. წილკნის ტაძარი Read more