ლიპის ტბა

ლიპის ტბა-წყალსაცავი

ლიპის ტბა

ლიპის ტბა-წყალსაცავი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ლიპში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე. ტბა მინდვრებითა და დაბალი ტყითაა გარშემორტყმული. იგი სასიამოვნო ადგილია საპიკნიკედ და მცირე გასვლებისთვის, შესაძლებელია კარვით დარჩენაც. მოლურჯო-მომწვანო ტბა და გაშლილი სივრცეები ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. ტბაზე თევზაობაც Read more

იაყუბლოს წყალსაცავი

იაყუბლოს წყალსაცავი

იაყუბლოს წყალსაცავი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაყუბლოში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. მისი წყლის სარკის ფართობი 2,0 კმ²-ა. წყალსაცავი 3 000 ჰექტარი მიწის ფართობს ამარაგებს სარწყავი წყლით. იაყუბლოს წყალსაცავი მინდვრებითა და სერებითაა გარშემორტყმული და გაშრემო ულამაზესი, ვრცელი ხედები იშლება. ეს ადგილი შესანიშნავია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად მცირე გასვლისთვის. წყალსაცავზე შესაძლებელია თევზაობაც. მოლივლივე ლურჯი წყალი, საოცარი ხედები მთებზე და ხის ჩრდილში მინდორზე მოკალათება სამოთხისებურ განწყობას ქმნის. წყალსაცავთან მიდის სამანქანო გზა.