ზურტაკეთის ყორღანები

ზურტაკეთის ყორღანები
ზურტაკეთის ყორღანები
ზურტაკეთის ყორღანები
ზურტაკეთის ყორღანები
previous arrow
next arrow
Slider

 

ზურტაკეთის ყორღანები  ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თრიალეთის კულტურას მიეკუთვნება (ბრინჯაოს ხანა, ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები). თრიალეთის ყორღანულ სამარხებშია (გორასამარხები) აღმოჩენილი საქართველოს ოქროს ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი. მდიდრული და კარგად ნაგები ყორღანები ტომთა ბელადებს და გვაროვნულ არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მომცრო და ღარიბი ყორღანები რიგითი მოსახლეობისა იყო. გორასამარხის ტიპებია: ორმოიანი, დასაკრძალავმოედნიანი, ქვით ნაგები დასაკრძალავდარბაზიანი, ორმოში ძელებით ნაგები აკლდამიანი, კლდეში ჩაჭრილი კამერიანი. ზურტაკეთის ყორღანებიდან (თრიალეთი) უდიდესი ქვაყრილის დიამეტრია 100 მ, სიმაღლე – 8 მ, დასაკრძალავი დარბაზის შიგა ფართობი 150 მ2 აღწევდა, კედლების სიმაღლე – 4-6 მ. XX საუკუნის 40-50-იან წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ დარბაზაბის კედლების ქვებზე გამოსახულია ნიშნები. ერთ ყორღანში აღმოჩნდა 60-ზე მეტი ნიშნიანი ქვა, მეორეში 117, მესამეში 78. ქვებზე ამოკაწრულია ირემი, თხა, ხარი, ფრინველი, გველი, ბადეები და სხვა გეომეტრიული ფორმები. ნიშნები სხვადასხვა სიძლიერითაა ამოკაწრული. თრიალეთის ერთ-ერთი ყორღანის გათხრისას აღმოჩნდა, რომ დარბაზის ხის სვეტები ოქროს ფურცლებით ყოფილა დაფარული. ამ გორასამარხების აგება შესაძლებელი იყო მხოლოდ გვარებისა და ტომების ერთიანი ძალით. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულების ნეშტი (კრემაციაქმნილი ან იშვიათად ინჰუმაციური) ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვენა. ნივთებთან ერთად ატანდნენ დაკლულ საქონელს ან მის ნაწილებს, ზოგჯერ – მსხვერპლად შეწირულ მსახურს ან მონას. დღეისათვის ზურტაკეთის ყორღანები მიწითაა დაფარული და პეტროგლიფების მოძიება მხოლოდ ხელახალი გათხრების შედეგად იქნება შესაძლებელი. ალბომში შესულია XX საუკუნის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები.

 

მდებარეობა

ზურტაკეთის (თრიალეთის) ყორღანები ქვემო ქართლის მხარეში, ზურტაკეთის ვულკანურ პლატოზე, სამხრეთ საქრთველოს ზეგნის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, მდინარე შავწყაროსწყლის (მდინარე ხრამის მარჯვენა შენაკადი) აუზში მდებარეობს. ყორღანები განლაგებულია სოფელ ყარაბულახსა და უსეინკენდს შორის, პლატოზე.

 

ქვემო ქართლის ღირსშესანიშნაობების სანახავად დააჭირეთ აქ

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.