სამთავროს არქიტექტურული კომპლექსი (სამთავროს მონასტერი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. ძეგლი რამდენიმე სამშენებლო ფენას მოიცავს. ისტორიული წყაროების მიხედვით, გარკვეული პერიოდი აქ, “მაყვლოვანში”, უცხოვრია ქართლის გამაქრისტიანებელს, წმ. ნინოს. ამ ადგილას პირველი ტაძარი მირიან მეფემ ააგო IV საუკუნეში: “და წარვიდა მირეან მეფე და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა Read more