სვანეთის მუზეუმი

ინტერნეტ რესურსები ხელოვნების ისტორიის თემაზე და როგორ მოვიძიოთ საჭირო ლიტერატურა

სვანეთის მუზეუმი

კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საჭირო ლიტერატურის მოძიება. წინამდებარე სტატია განკუთვნილია ხელოვნების ისტორიის საწყისი კურსების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული მოყვარულებისთვის. ლიტერატურის მოძიების ჩვევები ყალიბდება და უმჯობესდება გამოცდილებასთან ერთად, ამიტომაც საწყის ეტაპზე გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ ვიპოვნოთ ჩვენთვის გამოსადეგი და ღირებული Read more

ბანას კათედრალი

ბანას კათედრალი

ბანა

ბანას კათედრალი საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაოში მდებარეობს, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ერზრუმის პროვინციაში, შენკაიას ოლქის სოფელ ფენაქში. ბანას პირველად XI საუკუნის პირველი ნახევრის მემატიანე სუმბატ დავითის ძე იხსენიებს, IX-X საუკუნეების მოვლენებთან დაკავშირებით: “ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა დასვეს ქართველთა მეფედ ნაცვლად მის მოკლულისა, და ამან ადარნასე (881-923), ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ”. ძეგლის დათარიღებისა და სამშენებლო Read more

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში მდებარეობს. ძეგლი თარიღდება X საუკუნით, ჩანს სხვადასხვა დროის შეკეთებათა კვალი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ორი ფენის ნაშთები, პირველი ფენა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება, მეორე ფენა — XV-XVI საუკუნეებით. საქართველოს კულტურის Read more

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ქსანთან ახლოს. ძეგლი, სამშენებლო წყობისა და არქიტექტურული ფორმების მიხედვით, გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაუმუშავებელი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნიდან კი — მცირედ შეისრული, კვერცხისებრი ფორმის თაღით. არქიტრავადაც დაუმუშავებელი ქვაა Read more