პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში მდებარეობს. ძეგლი თარიღდება X საუკუნით, ჩანს სხვადასხვა დროის შეკეთებათა კვალი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ორი ფენის ნაშთები, პირველი ფენა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება, მეორე ფენა — XV-XVI საუკუნეებით. საქართველოს კულტურის Read more →

უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისში მდებარეობს. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს, რომელთა შორის უძველესია IX საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია. მონასტრის დაარსება გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება: “მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი და ილარიონ ვინმე, იერუსალემით მოსრული, სარწმუნოი მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად”. ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია ხუროთმოძღვრის Read more →

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია (ტაბაკინის მონასტერი) იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მდებარეობს. გიორგი ჩუბინაშვილი ძეგლის ყველაზე ადრეულ ფენას VI-VII საუკუნეებით ათარიღებს, მომდევნო ეტაპი X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, არის მოგვიანებით გადაკეთების კვალიც (გვიანდელია კამარები, ჩანს უხეშად შეკეთებული კონკრეტული ნაწილებიც, ასევე გვიან შუა საუკუნეებშია გაჭრილი სამხრეთის შესასვლელი და სარკმელი). ნაგებობა საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტით, აზიდული პროპორციებითა და ჰარმონიული კომპოზიციით ხასიათდება. ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობა, რომელიც Read more →

ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მდებარეობს. იგი XV საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ტაძარი აგებული და მოხატულია ჭერათხევის ხეობის ფეოდალის – ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით. ძეგლი დათარიღებულია ფრესკებზე Read more →