ურბნისის ბაზილიკა (ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი, ურბნისის სიონი) შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება და ადრეული შუა საუკუნეების დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. ტაძარი ურბნისის ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას. ნაგებობას რამდენიმე წარწერა აქვს შემორჩენილი, რომელთა შორის უადრესია ჩრდილოეთ კედელზე შემთხვევითად მოხვედრილი V-VI საუკუნეთა მიჯნის საამშენებლო წარწერა: “უფალო, იესუ ქრისტე, კონსტანტი, მამა მიქელ შეიწყალენ ამის სიონისა მაშენებელნი”. კონსტანტისა და მიქელის Read more