თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლებთან – ვაზიანთან და ქსოვრისთან ახლოს მდებარეობს. ტაძარი ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარის ტერიტორიაზე დგას, რომელსაც რამდენიმე ჰექტარი ფართობი უჭირავს. ნასოფლარზე სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევები და სხვადასხვა სახისა და დანიშნულების კერამიკის ნატეხები გამოვლინდა. ნასოფლარის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია დიდი მარნის ნანგრევები. ჯვარპატიოსნის ეკლესია VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. იგი გარდამავალი Read more