ალავერდი

ალავერდი

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან მდებარეობს, ალაზნის ველზე. მონასტერი აქ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, იოანე ზედაზნელის მოწაფემ – იოსებ ალავერდელმა დააარსა VI საუკუნეში. XI საუკუნეში კი კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი ააგო (ეკლესიის სიმაღლე 50 მ-ს აღემატება). ვახუშტი ბაგრატიონი ალავერდის შესახებ წერს: “ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი” – მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში გარდაიქმნა ალავერდად. უკიდეგანო ალაზნის ველზე აღმართული თეთრი ტაძარი Read more