ბანას კათედრალი საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაოში მდებარეობს, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ერზრუმის პროვინციაში, შენკაიას ოლქის სოფელ ფენაქში. ბანას პირველად XI საუკუნის პირველი ნახევრის მემატიანე სუმბატ დავითის ძე იხსენიებს, IX-X საუკუნეების მოვლენებთან დაკავშირებით: “ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა დასვეს ქართველთა მეფედ ნაცვლად მის მოკლულისა, და ამან ადარნასე (881-923), ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ”. ძეგლის დათარიღებისა და სამშენებლო Read more
