მურჯახეთის მენჰირი

მურჯახეთის მენჰირი

მურჯახეთის მენჰირი (მურჯახეთის ვეშაპოიდი, “ძუძუს ქვა”) სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში მდებარეობს. იგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. მონოლითის სიმაღლე 2.90 მეტრია. მენჰირი დაკავშირებულია ნაყოფიერების კულტთან, რასაც მის ერთ მხარეს გამოსახული ფალოსური სიმბოლო მიუთითებს. ივანე როსტომაშვილისა და პრასკოვია უვაროვას ცნობით ადგილობრივები მენჰირს უწოდებდნენ “ძუძუს ქვას” და მიაწერდნენ რძის მოცემა-მომატების ძალას, ამიტომაც ქალები მიდიოდნენ თაყვანსაცემად, საკმეველს უკმევდნენ და ქონს ან ზეთს უსვამდნენ. ზეთის კვალი ფოტოებშიც შესამჩნევია. Read more