ფოლადაურის თაღოვანი ხიდი

ფოლადაურის თაღოვანი ხიდი

ფოლადაურის თაღოვანი ხიდი ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ბოლნისისწყალზე (მდ. ფოლადაური), სოფ. ფოლადაურიდან 7 კმ-ის დაშორებით. ნაგებობა შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ხიდი ერთმალიანია და კუზიანი. ბურჯები ორივე მხარეს კლდოვან ქანზეა დამყარებული. თაღი არასრული ნახევარწრის მოხაზულობისაა, რომელსაც ორ ადგილას ოდნავ გადატეხილი ფორმა აქვს. ნაგებობა მსუბუქი პროპორციებით ხასიათდება და ორგანულად ერწყმის გარემოს, რაც დამახასიათებელია შუა საუკუნეების ქართული თაღოვანი ხიდებისთვის. ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე.

ავტორი: თამთა დოლიძე. 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *