სანაგირეს ტეტრაკონქი

სანაგირეს ტეტრაკონქი

სანაგირეს ტეტრაკონქი კახეთშიგურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანთან ახლოს მდებარეობს, სანაგირეს სამონასტრო კომპლექსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 20-30 მეტრის დაშორებით. ტაძარი სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს VI-IX საუკუნეების ფარგლებში. ძეგლი პირველად აღწერა ხელოვნებათმცოდნე კახა ხიმშიაშვილმა 2011 წელს. ნაგებობა ძალიან დაზიანებულია, მეტ-ნაკლებად შემორჩენილია აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადები, დანარჩენი ნაწილები კონტურების დონეზე იკითხება. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთ აფსიდშია გაჭრილი. ეკლესია ძალიან მცირე ზომისაა. ინტერიერში, გუმბათქვეშა კვადრატს, ოთხი მხრიდან, შვერილი აფსიდები პირდაპირ, უბემოდ უკავშირდება. აფსიდები შებრტყელებული მოყვანილობისაა, სრულ ნახევარწრეს არ ქმნის. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა როგორ ხდებოდა უცნობია. აღმოსავლეთის აფსიდში ქვის ფილით ტარაზულად გადახურული, შიგნითკენ გაფართოვებული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის წირთხლებში აგურის ნაშთებია შემორჩენილი. სარკმლის ქვემოთ, რიყის ქვით გამოყვანილი ტრაპეზია. ტაძარში ქვის ორი ფილით გადახურული საფლავია, რომელსაც თითქმის მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი უჭირავს. ფასადები მოურთველია. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. ეკლესიის გვერდით მოზრდილი ნაგებობის ნაშთია, რომლის დანიშნულება გაურკვეველია. ნაგებობის გეგმის დადგენა, გასუფთავების გარეშე ვერ ხერხდება. კ. ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ სანაგირეს ტეტრაკონქი საფლავზე აგებულ სამლოცველოს, მემორიალურ ნაგებობას წარმოადგენს. 

 

 

იხილეთ ტეტრაკონქები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *