ნიკორწმინდა

ნიკორწმინდის ტაძარი

ნიკორწმინდა

ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. ძეგლი დასავლეთ შესასვლელის ტიმპანის წარწერის თანახმად, რომელშიც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III იხსენიება, 1010-1014 წლებით თარიღდება. წარწერა შემდეგნაირად იკითხება: “ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გჳრგჳნოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი. და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შინა შენსა, მეოხებითა წმიდისა მღდელთმოძღუარისა ნიკოლოზისაჲთა”. Read more