არმაზის ციხე

არმაზის ციხე

არმაზის ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრის დაშორებით. ციხე XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. იგი მაღალ, მიუვალ კლდოვან ქედზე დგას, სტრატეგიულად საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილას. არმაზის ციხე ციხე გალავნისა და კოშკისაგან შედგება. ძეგლი ამჟამად ძალიან დაზიანებულია, თუმცა კოშკი უკეთაა გადარჩენილი. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჰქონდა. გალავანი გეგმით ტრაპეციისმაგვარია. კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილშია და კუთხეებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმას წარმოადგენს. სართულშუა გადახურვები ჩაქცეულია. პირველი სართული ყრუა, მეორე სართულის დონეზე კი სარკმლებია შემორჩენილი. მესამე სართულიდან მხოლოდ კედლის ქვედა ნაწილია გადარჩენილი. არმაზის ციხესთან მისასვლელად არმაზისხევის პიტიახშთა სასახლის ნაშთებთან რკინიგზა უნდა გადაჭრათ და ბილიკს უნდა გაუყვეთ. ციხემდე არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი გვხვდება, საიდანაც წყაროს ზევით ბილიკი მიდის მთავარ ციხემდე.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *