ახალსოფლის მენჰირი

ახალსოფლის მენჰირი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ახალსოფლისკენ მიმავალი გზის ნაპირას. მონოლითი შორიდანვე შესამჩნევია. იგი ძვ.წ. III-I ათასწლეულებით თარიღდება და დაუმუშავებელი ქვის ვერტიკალურად დასმულ ლოდს წარმოადგენს. მენჰირი მეგალითური ნაგებობის ყველაზე მარტივი ფორმაა და მათ საკულტო დანიშნულება ჰქონდათ. საქართველოში გამოვლენილი მენჰირები ნაყოფიერებისა და თევზის კულტებს უკავშირდება. ზოგიერთი მსგავსი ქვასვეტი დამუშავებულია, ასევე გვხვდება მენჰირები რელიეფური გამოსახულებებით. ახალსოფლის მენჰირი ბუნებრივი ფორმის ქვა-სვეტია. ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე გვხვდება მეგალითური კომპლექსები, მაგ.: გოხნარის ლოდოვანი და ბედენის ლოდოვანი, ეს ადგილები ბრინჯაოს ხანაში აქტიურად ყოფილა ათვისებული. სოფელში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიები, ახალსოფლის წმ. გიორგის ეკლესია გამოირჩევა საინტერესო რელიეფებით.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *