ივანოვკის მენჰირი

ივანოვკის მენჰირი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ივანოვკაში მდებარეობს, ივანოვკის წმ. პავლეს ეკლესიასთან. იგი ძვ.წ. III-I ათასწლეულებით თარიღდება და მეგალითურ კულტურას მიეკუთვნება. მონოლითი ამჟამად მოქცეულია კერძო ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, გამოყენებულია ფარდულის ბურჯად. იგი საკულტო დანიშნულების ქვასვეტს წარმოადგენს, რომელიც დაახლოებით 180 სმ სიმაღლისაა. მენჰირს ერთი მხარე ამობურცული აქვს, მეორე კი ბრტყელი. საქართველოში არსებულ მენჰირებს თევზისა და ნაყოფიერების კულტებს უკავშირებენ.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *