სალხინოს სასახლე

სალხინო – დადიანების საზაფხულო რეზიდენცია

სალხინოს სასახლე

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდებარეობს, მდინარე წაჩხურას ნაპირზე. სასახლე სამეგრელოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. დადიანების საზაფხულო რეზიდენცია განსაკუთრებით ცნობილია ულამაზესი ეზოთი Read more

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. იგი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია საქართველოში და მტელი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს. კლდეთა მასივებს შორის ნავით სეირნობა, მომწვანო-მოლურჯო წყალი და ჩანჩქერები Read more

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი სამეგრელოში, ქალაქ მარტვილში, კონცხად გამოწეულ მთის თხემზე მდებარეობს. ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი ტაძრის აგების თარიღად VI-VII საუკუნეებს მიიჩნევენ. მონასტრიდან თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს.

 

არქიტექტურა

მარტვილის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის გალავანი, ოთკუთხა სათავსი, მთავარი ტაძარი, ჩიქვანების ეკლესია, სამრეკლო და ეკვდერი. ანსამბლს მაღალი, მძლავრ ბურჯებზე დაყრდნობილი გალავანი აქვს შემოვლებული. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა იგი ძალიან დააზიანა. X საუკუნეში შეკეთების დროს ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. სამხრეთით და ჩრდილოეთით შედარებით უფრო ვრცელი შვერილები ჰქონდა, ვიდრე აღმოსავლეთით და დასავლეთით. შვერილთა შუბლზე ერთ კომპოზიციურ ჩარჩოშია ჩასმული მთელი ლავგარდანი, რომელშიც რელიეფურად ამოჭრილი რამდენიმე კომპოზიცია უწყვეტ მოთხრობად გრძელდება ერთიმეორის მიყოლებით. ტაძარს თავდაპირველად აბსიდებზე დაყრდნობილი უფრო მცირე გუმბათი ჰქონია, შემდეგ იგი მაღალი და უფრო ნათელი თქვსმეტ ფანჯრიანი ნაგებობით შეუცვლიათ. მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი -უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც – ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. ტაძარში შემორჩენილია XIV, XVI, და XVII საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი.
ჩრდილოეთის გალავანში დგას X საუკუნეში აგებული პატარა, სამსართულიანი, ჯვრის ტიპის ჩიქვანების ეკლესია. ამ ნაგებობის პირველი სართული გალავნის ქვემოთაა ამოყვანილი. სართულშორის გადახურვა თაღოვანი აქვს. სათავსი სწორკუთხოვანია და აქვს თაღოვანი ჭერი. აქ დღესაც დაცულია თლილი ქვის ტრაპეზი. ტაძრის გუმბათოვან ჭერს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაზიანებულია, მაინც ეტყობა მაღალმხატვრული გემოვნებით შესრულებული ფრესკების კვალი.