ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნეკრესის მონასტრის ასახვევთან ახლოს, დახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ძეგლის დათარიღებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პირვემკვლევრები ჭაბუკაურის სამნავიან ბაზილიკას IV საუკუნით ათარიღებენ, თუმცა გამოთქმულია მოსაზრებები უფრო გვიანი ხანით დაარიღებაზე (VI ს.). კომპლექსი მოიცავს Read more
რეგიონები
ლეჩურის ღვთისმშობლის ეკლესია (“ადგილის დედა”)
ლეჩურის ღვთისმშობლის ეკლესია (“ადგილის დედა”) კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მდებარეობს. ძეგლის პასპორტის მიხედვით იგი ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება, თუმცა დათარიღების საკითხი, ვფიქრობ, გადახედვას და დამატებით კვლევას საჭიროებს, საეჭვო ჩანს ნაგებობის ადრეულობა. ეკლესია დარბაზულია, სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენებით. ნაგებობა აზიდული პროპორციებით ხასიათდება. ინტერიერში სიმაღლისკენ სწრაფვის განცდას აძლიერებს დეკორატიული თაღებიც. ფასადები სრულიად მოურთველია. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია Read more
ვაშლოვანის “სალხინო” კოშკი
ვაშლოვანის “სალხინო” კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში მდებარეობს. კოშკი აგებულია 1811 წელს, გენერალ-მაიორ თამაზ ორბელიანის დაკვეთით, ოსტატ გიორგის მიერ, რის შესახებაც ვრცელი ლაპიდარული წარწერა გვამცნობს:
“შვილისა მსგავსად აღმზარდა მეფემ ირაკლიმ Read more
ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი
ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მდებარეობს. არქიტექტურული კომპლექსი მოიცავს ციხე-გალავანს, სასახლეს, წმ. გიორგის ეკლესიას, მარანსა და სხვა სამეურნეო ნაგებობებს. ციხე-გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება. მისი მშენებლობის შესახებ ცნობები არ შემონახულა, თუმცა, სავარაუდოდ, ქსნის ერისთავის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის მიერ უნდა იყოს აგებული. სასახლე XIX საუკუნის I ნახევარში აუგია Read more