დვირის ციხე

დვირის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვირის თავზე, მთაზე მდებარეობს. იგი XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. დვირის ციხე სტრატეგიული სიმაგრე ყოფილა, ის მტკვრისა და ქვაბისხევის ხეობებს და აქ გამავალ მნიშვნელოვან გზას აკონტროლებდა. ციხე სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც ტერასულადაა განლაგებული. ციხის ზედა უმაღლესი ნაწილი 30-ოდე მეტრით მაღალია ქვედა ტერასაზე. ქვედა იარუსის კედელი ფართო ღიობით მტკვარს გადაჰყურებს. სიმაგრე ნაგებია მონაცისფრო, ფლეთილი, სხვადასხვა ზომის ქვებით და დუღაბის სქელი ხსნარით. ციხე-სიმაგრე წერილობით წყაროებში არ იხსენიება. ციხესთან მიდის, როგორც სამანქანო გზა, ასევე საფეხმავლო ბილიკი. სოფელ დვირთან ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ საკვირიკეს ნამოსახლარი და მონასტერი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *