თისელის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებაზე. იგი სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. სიმაგრე დღესდღეობით ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. სოფელ თისელთან ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ XIII-XIV საუკუნეების თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი და XIV-XV საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია.