ბიეთის ხიდი

ბიეთის ხიდი

ბიეთის ხიდი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურკელთან ახლოს მდებარეობს, ბიეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. აგებული უნდა იყოს გვიან შუა საუკუნეებში. იგი მცირე ზომის, ქვის თაღოვან ხიდს წარმოადგენს, რომელსაც შეისრული მოხაზულობის თაღი აქვს. ხიდის სავალი ნაწილი ბრტყელია. ჩანს აქ მდინარე მიედინებოდა, თუმცა დღესდღეობით კალაპოტი თითქმის მთლიანად მიწითაა ამოვსებული. ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე, თაღისთვის გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ქვები.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

ბიეთის ტაძარი

ბიეთის ტაძარი

ბიეთის ტაძარი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელთან ახლოს მდებარეობს. იგი XIV საუკუნის II სახევრით თარიღდება. ნაგებობამ ჩვენამდე ძალიან დაზიანებული სახით მოაღწია, ჩამონგრეულია გუმბათი, კამარები და Read more

თისელის ციხე

თისელის ციხე

თისელის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებაზე. იგი სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. სიმაგრე დღესდღეობით ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. სოფელ თისელთან ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ XIII-XIV საუკუნეების თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი და XIV-XV საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია.

 

თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი

თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი

თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში მდებარეობს. ტაძარი XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ვარაუდობენ, რომ Read more