ბიეთის ხიდი

ბიეთის ხიდი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურკელთან ახლოს მდებარეობს, ბიეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. აგებული უნდა იყოს გვიან შუა საუკუნეებში. იგი მცირე ზომის, ქვის თაღოვან ხიდს წარმოადგენს, რომელსაც შეისრული მოხაზულობის თაღი აქვს. ხიდის სავალი ნაწილი ბრტყელია. ჩანს აქ მდინარე მიედინებოდა, თუმცა დღესდღეობით კალაპოტი თითქმის მთლიანად მიწითაა ამოვსებული. ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე, თაღისთვის გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ქვები.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *