ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია
ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია
ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია
ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია
ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია
ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია
previous arrow
next arrow
Slider

 

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) X-XI საუკუნეების ძეგლია. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟამუშში მდებარეობს. ტაძარი კოშკებიანი საცხევრებელი სახლების კომპლექსში დგას. ეკლესიაში შემორჩენილია XIII საუკუნის მოხატულობა, სადაც საუფლო დღესასწაულთა სრული ციკლია წარმოდგენილი. აქ ასევე დაცულია X საუკუნის წმინდა გიორგის ჭედური ხატი და XVI-XVII საუკუნეების ხატები, ასომთავრული ვრცელი წარწერებით. ტაძრის ერთ-ერთი ხატი – მაცხოვრის ხატი იმერთა მეფე გიორგი II-ს შეუწირავს. წარწერაში მოხსენიებულია მეფეთ მეფე გიორგი, დედოფალი რუსუდანი და მათი ძე ბაგრატი. ნაგებობა დარბაზული ტიპისაა, დასავლეთის მხრიდან მინაშენით. მინაშენს სამხრეთის მხრიდან შესასვლელი აქვს, აქედანაა შესაძლებელი ტაძარში შესვლა. ასევე სამხრეთიდან აქვს შესასვლელი მთავარ დარბაზსაც. ტაძარს სამი მცირე ზომის, თაღოვანი სარკმელი აქვს. ფასადი გაფორმებულია პილასტრებზე დაყრდნობილი, ზედაპირის ჩაწევით შექმნილი, სადა თაღებით. დასავლეთის სარკმელიც ამ ტიპის თაღშია მოქცეული, რომელსაც თავზე ზედაპირიდან ამოწეული სადა თაღი აქვს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.