რევაზაშენის ღვთისმშობლის ეკლესია

რევაზაშენის ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამულასთან ახლოს მდებარეობს, ნასოფლარ რევაზაშენის ტერიტორიაზე. იგი XI საუკუნით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძარი ძალიან დაზიანებულია, ჩამოქცეულია კამარა და კონქის ძირითადი ნაწილი, ასევე ნაწილობრივ ჩამოცვენილია პერანგის ქვები. ეკლესიის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. შესასვლელი ერთია – სამხრეთით, იგი თაროვანია. თაღოვანია ნაგებობის ერთადერთი სარკმელიც, რომელიც აფსიშია გაჭრილი. სარკმელი ექსტერიერში საკმაოდ ვიწროა, ინტერიერში კი მკვეთრად ფართოვდება. ეკლესიას არ აქვს არანაირი მორთულობა, თუმცა ის შთაბეჭდილებას ახდენს დიდი ზომის, კარგად თლილი კვადრების წყობით, დახვეწილად გამოყვანილი შესასვლელის თაღით, კამარის საბჯენი თაღებითა და პილასტრებით. ტაძრის გარშემო გვხვდება ძველი საფლავის ქვები და ნაგებობათა ნაშთები. ღვთისმშობლის ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს VII-IX საუკუნეების ტაძარი, საიდანაც ქვემო ქართლის შესანიშნავი ხედები იშლება.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *